საქართველოში მოქმედ ბანკებს $4.3 მილიარდის საგარეო ვალი აქვთ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ანგარიშში მხოლოდ ჯამური მონაცემები არის წარმოდგენილი და ის არ შეიცავს ინფორმაციას უშუალოდ კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.
ეროვნულმა ბანკმა დღეს საქართველოს საგარეო ვალის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი $20.6 მილიარდია. აქედან საბანკო სექტორის საგარეო ვალი $4.3 მილიარდია, სხვა სექტორების საგარეო ვალი კი $4.6 მილიარდს შეადგენს.
ამასთან, სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $10 მილიარდს შეადგენს, რომელიც ასე ნაწილდება:
მთავრობის ვალი - $7.8 მილიარდი (24.7 მილიარდი ლარი);
სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები - $518.2 მილიონი (1.6 მილიარდი ლარი);
სახელმწიფო საწარმოების სესხები - $941.4 მილიონი (3 მილიარდი ლარი);
ეროვნული ბანკის ვალდებულებები - $689.8 მილიონი (2.2 მილიარდი ლარი).