მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბაზრის ათვისება და ექსპორტი - "კოკიტოს" დიდი გეგმები

61eaa75c61cd9
მარიამ იზორია
21.01.22 22:30
883
“კოკიტო” ხის სათამაშოების ქართული საწარმოა, რომელიც ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა.

კომპანია 15-მდე დასახელების ხის უსაფრთხო, ეკო-მეგობრულ სათამაშოს აწარმოებს პატარებისათვის. საწარმო თვეში ათასამდე ერთულ სათამაშოს ამზადებს.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, “კოკიტო” მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმოა და მაქსიმალურად ცდილობს სათამაშოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. პროდუქციის ფასი 15 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს.

“კოკიტოს” თანადამფუძნებელი მარიკა გრიგოლიშვილი და ლალიკო გოგიბერიძე bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ კომპანიის პროდუქცია ამ დროისთვის სათამაშოების ქსელურ რამდენიმე მაღაზიაში მათ შორის “პეპელაში” "დისნეიში", "სამალავსა" და "ვიშ ლისტზე" იყიდება.

“ასევე გვაქვს ჩვენი სპეციალიზირებული სათამაშოების მაღაზია "კოკიტო" , რომელშიც წარმოდგენილია განმავითარებელი სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი,  პროდუქცია  ასევე იყიდება ონლაინ პლატფორმებით, Facebook-ით და Instagram-ით.

ჩვენი სამომავლო გეგმა ქართული ბაზრის მაქსიმალურად ათვისება და შემდეგ უკვე ექსპორტზე გასვლა.

აღსანიშნავია, რომ "აწარმოე საქართველოს" პროექტით, გერმანიაში სათამაშოების ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენაზე Spielwarenmesse-ზე უნდა მიგვეღო მონაწილეობა, თუმცა კოვიდსიტუაციის გამო გამოფენა ჩაიშალა. ამის მიუხედავად წარმომადგენლები ჩვენთან მუშაობას აგრძელებენ და სხვადასხვა ბაზრის მოძიებაში გვეხმარებიან - ამბობს “კოკიტოს სათამაშოების” თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები