საქართველოს ბიზნესის ხმა ევროინტეგრაციისთვის და უსამართლობასთან შეუგუებლობისთვის - 8 დეკემბრის "ბიზნესის კვირეულის" ეთერში საქართველოს ბიზნესლიდერები შეიკრიბნენ, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
"BMG-ზე ყოველ კვირას ვაჯამებთ კვირის მთავარ ამბებს ეკონომიკაში და ბიზნესში, შევიკრიბოთ კვირას შევიკრიბოთ სტუდიაში და ვისაუბროთ. ვისაუბროთ ამ ყველაფერზე რაც ხდება ქვეყანაში. თქვენი კომპანიების, დიდი ნაწილის განცხადებები და პოზიცია წაიკითხა საზოგადოებამ, ამისთვის მათი მადლიერება მიიღეთ, ისევე როგორც დამსახურებული რისხვაა და მონიშვნა მათ მიმართ, ვინც დღემდე არიან ჩუმად, გაყურსულები და ელიან როდის მიიღებენ მორიგ გზავნილს ძალოვანებისგან და კონკრეტულად სუსგან, და ამიტომაც დამსახურებულად გქვიათ გასუსულები, რომელიც თქვენს პოზიციას და მდგომარეობას ყველაზე ნათლად გადმოსცემს! ამიტომაც, ვისაც სურვილი გაქვთ ისაუბროთ, და ილაპრაკოთ გამოსავალზე ჩიხთან მიახლოებულ ვითარებასთან გელით კვირას, ბიმეჯიში, პირველის ნახევრიდან. გელით კომპანიის ხელძღვანელებს და მეპატრონეებს ვინც თვლით, რომ ყველა წითელი ხაზი და რუბიკონი გადალახულია, რომლის იქითაც, აქ უკვე მე დამიჯერეთ, აღარ არის არაფერი, მათ შორის არ არის არც მყიდველი, და არც გამყდველი, რადგან არც ჩამოსატანილი, საწარმოებელზე, პროდუქრზე თუ სერვისზე,ბინაზე თუ სახლზე - არ იქნება მოთხოვნა. რადგან, მარტივად, არაფერზე თქვენსაზე რასაც ქმნით უბრალოდ არ იქნება მყიდველი და ჩემზე უკეთ იცით, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს ამ რეალობისგან. მოდით, და ვთქვათ, როგორ და რატომ მივედით აქამდე, და როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან!" - განაცხადა BMG-ის გენერალურმა პროდიუსერმა გიორგი ისაკაძემ.