მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბუნებრივი ღვინის ამერიკული პოტენციალი

გასული უქმეები, მნიშვნელოვანი თარიღი იყო, ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან, 23-დან 25 თებერვლის ჩათვლით, პორტუგალიის ქალაქ პორტოში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა Simplesmente Vinho გაიმართა, სადაც ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნებმა პროდუქცია პორტუგალიაში პირველად წარადგინეს. გამოფენაზე, საქართველო, სპეციალური სტატუსით - ღვინის სამშობლო ქვეყანა! - ასე იყო წარმოდგენილი და ჯამში, 11-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

გასული უქმე დღეები თუ ქართული ღვინის მწარმოებლებმა ევროპაში გაატარეს, ამ მხრივ არც საქართველოს დაუკარგავს დრო და ამჯერად, მეღვინეობამ იაგოს ღვინომ - ამერიკელ იმპორტიორებს, რითეილერებს, დისტრიბუტორებსა და სომელიეებს უმასპინძლა. USAID-ის მხარდაჭერით, ამერიკელები ქართულ, ბუნებრივ ღვინოს გაეცნენ. დეგუსტაციაზე ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი მწარმოებლები იყვნენ წარმოდგენილები. ღონისძიების მთავარი მიზანი ქართული ღვინის ისეთ ბაზრებზე გატანაა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. როგორ ჩაიარა ღონისძიებამ და რა არის შემდეგი ნაბიჯები - ამერიკის ბაზრამდე?