მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ჩაის მიმართ ინტერესი იზრდება, თუმცა იმპორტირებული, ლამაზად შეფუთული პროდუქტი ხელს გვიშლის“ - „აგროკულტურა +“

63da6564c3c7b
თინათინ ნატმელაძე
02.02.23 09:00
880
ბიო ჩაის მწარმოებელი კომპანია „აგროკულტურა +“ ჭიათურის რაიონის სოფელ მანდეთში გასულ წელს ამოქმედდა და 20 ტონა ჩაი გადაამუშავა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიგა კიპაროიძე BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, ადგილობრივი ნაწარმის მიმართ ინტერესი ეტაპობრივად იზრდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში მხოლოდ იმპორტირებულ ჩაიზე იყო აქცენტი და ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, ადგილობრივი წარმოების მიმართ ინტერესის გაზრდა საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ ტენდენცია დადებითისკენ მიდის.

იმპორტირებული, ლამაზად შეფუთული და ხშირ შემთხვევაში უხარისხო პროდუქტი ხელს გვიშლის, მაგრამ ეტაპობრივად აფასებენ ქართულ პროდუქტს. მე ვიცი რამდენიმე კომპანია, რომელმაც ხუთი წლის წინ ველური ჩაის ბუჩქის მოვლა დაიწყო, გადაამუშავა, ხარისხიანი პროდუქტი აწარმოა და ის უკვე ქვეყნის დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება.

ამ საკითხის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა, მათი დაცულობა და პოპულარიზაცია“, - განაცხადა გიგა კიპაროიძემ.

მისივე ცნობით, „აგროკულტურა +“ -ის წარმოებული პროდუქტის ძირითადი ნაწილი ერთ-ერთმა ექსპორტიორმა კომპანიამ შეიძინა, რომელსაც ის უზბეკეთსა და ყაზახეთში გააქვს.

კომპანია ამ ეტაპზე სხვა საექსპორტო ბაზრებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, მიმდინარე წელს წარმადობის გაზრდის შემდეგ კი უფრო მეტ შემოთავაზებას ელოდებიან.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პროდუქტის ხარისხიდან გამომდინარე მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მას შესაბამისი საფასური დაადონ და ერთი კილოგრამის ფასი ამჟამად 100-120 ლარს შორის მერყეობს.

ინფორმაციისთვის, „აგროკულტურა +“ ჩაის კრეფისა და პლანტაციების მოვლისთვის 25 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები