სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად საცალო ვაჭრობის სექტორში კონკურენცია მძაფრდება, სადაც მომხმარებლის ყურადღებას განსხვავებული დიზაინი და მაღალი ხარისხი იქცევს. სწორედ ამ ნიშაში უკვე 6 წელია წარმატებით ოპერირებს ნინო შენგელიასა და შალვა ბაბილუას მიერ დაფუძნებული ბრენდი „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“. კომპანიამ განვითარების საინტერესო გზა გაიარა და ბოლო 3 წელია ბაზარს სრულად საკუთარი, ექსკლუზიური დიზაინით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. საგულისხმოა ბრენდის საწარმოო ჯაჭვიც, რადგან ნედლეულის შერჩევა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, საბოლოო წარმოება კი პოლონეთის ერთ-ერთ საწარმოში მიმდინარეობს, რომელსაც კონტრაქტით ამ პროდუქციის სხვა ქვეყნებში გაყიდვის უფლება არ აქვს. საახალწლო გაყიდვები კომპანიამ უკვე დაიწყო. როგორ იმართება სეზონური ბიზნესი მთელი წლის განმავლობაში, რა გამოწვევები ახლავს ევროპულ წარმოებას და როგორია წლევანდელი სამომხმარებლო მოთხოვნა?
სტუმარი: ნინო შენგელია - „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“, თანადამფუძნებელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად






























