მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ევრობონდების ვაჭრობა BB რეიტინგსაც არ შეესაბამება" - ვასილ რევიშვილი

ვასილ რევიშვილი

"ქართული ევრობონდების ვაჭრობა BB რეიტინგსაც არ შეესაბამება",- ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა, Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და არაპროგნოზირებადობა როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციების შემცირებას იწვევს, რაც აისახა ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე.

"რომ შევადაროთ სპრედი, რამდენად ივაჭრება ქართული ევრობონდი, რაც რისკებს კარგად ასახავს, BB რეიტინგსაც არ შეესაბამება. უფრო მაღალი სპრედია, ბონდი უფრო იაფია, ვიდრე BB ბონდი უნდა იყოს. რეალურად ინვესტორებისთვის ის სიტყვები, რასაც Fitch ამბობს იმის მაჩვენებელია, რომ სიტუაცია უარესდება, BB სტაბილური არ არის და მნიშვნელოვნად ნეგატიური მოლოდინებია.

სწორედ იმ მმართველობის გადაცდომების, არცოდნის თუ შეგნებული ბოროტების გამო ხდება ის, რომ უცხოელ თუ ადგილობრივ ინვესტორს (და ვამბობ, რომ ინვესტიციები არ ხორციელდება), არანაირი პროგნოზირებადობა ხელისუფლებაში მყოფი ძალების ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე არ აქვთ. ხვალ შეიძლება მოვიდეს კანონი, რომელიც, სიტყვაზე, კერძო ბიზნესების ფორმების ნაციონალიზაციას მოითხოვს. გვაქვს არაპროგნოზირებადობა, უარყოფითი მოლოდინები და ციფრები, რომლებიც არ არის კარგი და რეალური", - ამბობს ვასილ რევიშვილი.

ცნობისთვის, მაისის ბოლოს Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე, პერსპექტივა კი "ნეგატიურზე" დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები