მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ღვინის 60%-ზე მეტი რუსეთში იყიდება| ექსპორტის დინამიკა წლების მიხედვით

ღვინო

რუსეთი ქართული ღვინის მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთზე 2026 წლის იანვარ-მარტში ღვინის გაყიდვების 62%-ზე მეტი მოდიოდა.

კერძოდ, სამ თვეში რუსეთში 32.6 მლნ აშშ დოლარის 11 140 ტონა ღვინო გავიდა ექსპორტზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 2022 წლიდან მოყოლებული 60%-ს აღემატება. გასული წლების სტატისტიკა ასეთია:

  • 2020 წელი - 119.6 მლნ დოლარი/ წილი ექსპორტში 56.8%;
  • 2021 წელი - 130.8 მლნ დოლარი/წილი ექსპორტში 54.7%;
  • 2022 წელი - 160.8 მლნ დოლარი/წილი ექსპორტში 63.7%;
  • 2023 წელი - 168.3 მლნ დოლარი/წილი ექსპორტში 65%;
  • 2024 წელი - 182.6 მლნ დოლარი/წილი ექსპორტში 66.2%;
  • 2025 წელი - 170.7 მლნ დოლარი/წილი ექსპორტში 63.7%.

ცნობისთვის, წელს საქართველომ ჯამში ექსპორტზე 52.3 მლნ აშშ დოლარის 17 138 ტონა ღვინო გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებით 5.5%-ით, რაოდენობით კი 3.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები