2023 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულება გაიზარდა, მოცულობა კი 2022 წელთან შედარებით შემცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის ფასი მომატებულია.ფასის ზრდასთან დაკავშირებული პოზიტიური ტენდენცია საკმარისი არ არის, რადგან ქართული ღვინო საექსპორტო ბაზრებზე მაღალ საფასო სეგმენტში არ იყიდება.