მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინო II კვარტალში 16 ქვეყანაში ღონისძიებებზე წარადგინეს|ღვინის სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტო

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, 2026 წლის მეორე კვარტალში ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები მსოფლიოს 16 ქვეყანაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 11 საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე 8 ქვეყანაში – იაპონიაში, იტალიაში, სლოვენიაში, საბერძნეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელარუსში.

ამასთან, მსოფლიოს 10 ქვეყანაში – გერმანიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, თურქეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, სამხრეთ კორეასა და დიდ ბრიტანეთში – ქართული ღვინის 80-მდე პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ჩატარდა 15 ღონისძიება, მათ შორის მასტერკლასები, გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები და ფორუმები.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში ასევე გაიმართა ღვინის 9 ტური, რომელშიც უცხოელი ღვინის პროფესიონალები, სავაჭრო სფეროსა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც საზღვარგარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ჩატარებულ ღონისძიებებში ჯამში 200-მდე ქართული ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.

უწყების ცნობით, ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა გააგრძელა ისეთ საერთაშორისო მედიასაშუალებებსა და გამოცემებთან, როგორებიცაა Gambero Rosso TV, SOMM TV, New York Post, Seven Fifty, VinePair და Grapefriend.

სააგენტოს განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. სახელმწიფო მხარდაჭერით ქართველი მწარმოებლები მონაწილეობენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წამყვან საერთაშორისო გამოფენებში, პარალელურად კი ფართოვდება მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

სტრატეგიულ ბაზრებად სააგენტო კვლავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, პოლონეთს, ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ასახელებს. ამასთან, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის სიმბოლოს პოპულარიზაციის მიზნით, 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ არის დაწესებული და ყოველწლიურად აღინიშნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები