მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინის ერთ-ერთი პრობლემა, საექსპორტო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდაა - “ეთნო ოკამი”

6470a6a305fa6
ლიკა გურაბანიძე
27.05.23 00:30
905
მეღვინეობა “ეთნო ოკამის” გენერალური მენეჯერი ლაშა ბოდაველი BMG-სთან საუბრისას აღნიშვნას, რომ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ქართველ მეღვინეებს აქვთ, საექსპორტო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდაა. მისი თქმით, ქვეყანაში მყიდველებს ქართული ღვინის ნახვის და შეფასების საშუალება მეტად უნდა მიეცეთ, ისევე როგორც საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ გამოფენებზე გასვლის შესაძლებლობა.

“მოგვეხმარებოდა ის, რომ გამყიდველებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების საშუალება გვქონდეს. მეღვინეობებს უჭირთ ღვინის შემსყიდველებს პირდაპირ დაუკავშირდნენ და ვისურვებდი, რომ ეს გარკვეული ღონისძიებებით გამოსწორდეს,” - განაცხადა “ეთნო ოკამის” გენერალურმა მენეჯერმა.

კომპანია უახლოეს მომავალში ევროპისა და აშშ-ს საექსპორტო ბაზრების ათვისებასაც გეგმავს, თუმცა, დეტალებს მისი გენერალური მენეჯერი ჯერ არ ასაჯაროებს.

“ეთნო ოკამი” 2020 წელს დაფუძნებული ბიზნესია და ის წლიურად 10 000 ბოთლს ღვინოს აწარმოებს. ადგილობრივ ბაზარზე სუპერმარკეტების ქსელებში, ღვინის მაღაზიებში და ბარებში იყიდება. “ეთნო ოკამი” პრემიუმ კლასის ღვინოა და მისი ფასები 18-დან 30 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები