მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ღვინის ისტორიას და შთაბეჭდილებებს ვყიდით" - ბრიტანეთში ონლაინდეგუსტაცია გაიმართება

5ea4311e23c49
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.20 10:06
1281
ბრიტანეთში 30 აპრილს ქართული ღვინის ონლაინდეგუსტაცია გაიმართება - განუცხადა BM.GE-ის ქართულ-ბრიტანული სტარტაპის GvinoUK.ge-ს დამფუძნებელმა ანზორ მანწკავამ.

მისი თქმით, ქართველი და ბრიტანელი მეგობრის მიერ წამოწყებული სტარტაპი წელიწადნახევარია რაც მოქმედებს, თუმცა ონლაინდეგუსტაციის იდეამ მათი ღვინის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა.

„მას შემდეგ, რაც დაიწყო COVID-19-ის გავრცელება, გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ბრიტანეთში ონლაინ დეგუსტაცია. ქართველი მეღვინე ბრიტანეთში ჩვენი დეგუსტაციის დასწრების მსურველებს მოუყვებოდა ქართული ღვინის ისტორიასა და თვისებებს. დავიწყეთ ონლაინ ბილეთების გაყიდვა. ამ დროისთვის 30 ბილეთი გვაქვს გაყიდული. ბილეთის ღირებულება 55 ფუნტს შეადგენს და შედის სამი ბოთლი ღვინის მიტანა სახლში ინგლისის მასშტაბით. ღონისძიება 30 აპრილს არის დადგემილი, მანამდე კი ხდება ღვინის მიწოდება მონაწილეებისთვის.

ეს იყო სმარტ იდეა, ინგლისში ძალაინ ბევრმა არ იცის ქართული ღვინის შესახებ და მაშინ როდესაც იზოლირებულები ვართ სხვადასხვა აქტივობებისგან, ეს იდეა ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა ინგლისში. ჩვენ ღვინოს კი არ ვყიდით, ქართული ღვინის ისტორიას და შთაბეჭდილებებს ვყიდით და საიტიც ამ პრინციპით გვაქვს აწყობილი“, - აცხადებს ანზორ მანწკავა.

ქართულ-ბრიტანული სტარტაპის დამფუძნებელი ამბობს, რომ ონლაინდეგისტაცია მათთვის კარგი გაკვეთლი იქნება და შემდგომშიც გააგრძელებენ ამ აქტივობას. ამასთან მეგობრებს გაკრვეული დროის შემდეგ ბრიტანეთში ქართული ღვინის გახსნა უნდათ, რაც ისევ და ისევ ქართული ღვინის პოპულარიზაციას მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები