მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინო ნიუ-იორკის ელიტარულ კლუბ-რესტორანში გაიყიდება

5f8d3233473d7
ვიქტორია მღებრიშვილი
17.10.20 00:00
2125
ქართული ღვინის იმპორტიორმა კომპანია Hereti Global-მა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მოქმედ ელიტარულ კლუბ-რესტორან La Boite-ში Alazani Estate Winery-ს ქინძმარაული - 80 დოლარად, ხოლო საფერავი ქვევრის 85 დოლარად შეიტანა. ამის შესახებ BM.GE-ის Hereti Global-ის დამფუძნებელმა ავთანდილ ჩხეიძემ აცნობა.

მისი თქმით, კლუბ-რესტორანში ქართული ღვინო სატესტოდ შევიდა, თუმცა ერთ საღამოში სრულად გაიყიდა. აქედან გამომდინარე მოთხოვნა უფრო დიდ მოცულობაზე წამოვიდა. შესაბამისად Hereti Global-ი La Boite-ს ქართული ღვინით მომმარაგებელი გახდება.



„ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა იმის, რომ ამერიკაში მოქმედ იტალიურ რესტორანში მენიუში ქართული ღვინო შეიტანეს. როდესაც მივიტანეთ რესტორანში ღვინო, დაგემოვნებისას რესტორნის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რომ ეს მაღალი ხარისხის ღვინო იყო და შესაბამის ფრანგული და იტალიური ღვინოების პრემიუმ ღვინოების ჩამონათვალში შეიტანეს.

ეს იქნება იმის მაგალითი, რომ ჩვენ შეგვიძლია ქართული ღვინო მაღალი სეგმენტის რესტორნებში შევიტანოთ. ეს გაგვიადვილებს სხვა რესტორნებთან მოლაპარაკებებს და ქართული ღვინის მაღალ სეგმენტში პოზიციონირებას“, - უთხრა BM.GE-ის ავთანდილ ჩხეიძემ.

Hereti Global-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ამავე კლუბ-რესტორანში დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ღვინის ფასი ქინძმარაულზე 105 დოლარამდე, საფერავი ქვევრზე კი 110 დოლარამდე გაიზრდება.

ცნობისთვის, Hereti Global-მა აშშ-ში, კონკრეტულად კი ნიუ-იორკის შტატში 132 000 დოლარის 16 500 ბოთლი ღვინო პირველად მიმდინარე წლის 7 სექტემბერს შეიტანა. დღეისთვის Alazani Estate Winery-ს ღვინოები უკვე 13 ობიექტში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები