მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ჯემებისა და მურაბების ექსპორტის 76% რუსეთზე მოდის

63fee4374e826
ლიკა მეგუთნიშვილი
01.03.23 23:00
889
2022 წელს საქართველოდან 1.215 მილიონი დოლარის ღირებულების 809 ტონა მურაბებისა და ჯემების ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში პროდუქციის საექსპორტო ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელს 41%-ით აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 23%-ით გაიზარდა.

ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. 2022 წელს რუსეთში 928 000 დოლარის ღირებულების მურაბები და ჯემები გავიდა, რაც ჯამური ექსპორტის 76%-ს შეადგენს. 2021 წელთან შედარებით, გასულ წელს რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 48%-ით გაიზარდა.

TOP-10 საექსპორტო ბაზრის რეიტინგი ასეთია:
1. რუსეთი - $928 940, 702.49 ტონა;
2. ისრაელი - $78 680, 28.77 ტონა;
3. აზერბაიჯანი - $38 880, 15.23 ტონა;
4. აშშ - $37 100, 14.52 ტონა;
5. სამხრეთ კორეა - $21 670, 11.04 ტონა;
6. გერმანია - $18, 650, 7.39 ტონა;
7. საუდის არაბეთი - $14 600, 5.94 ტონა;
8. ლატვია - $16 260, 5.59 ტონა;
9. იტალია - $22 590, 5.24 ტონა
10. კანადა - $12 760, 5.16 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა მურაბებისა და ჯემების ექსპორტი ავსტრიაში, პოლონეთში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მონღოლეთში, საფრანგეთში, ლიეტუვაში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ბაჰრეინში, კვიპროსში, სინგაპურსა და ტაილანდში განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები