ქართული ემიგრაცია ხშირად არის ის ხიდი, რომელიც ჩვენს კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას საერთაშორისო საზოგადოებასთან აკავშირებს. ეკატერინე ტუჩაშვილი მხატვარ-დიზაინერი, თოჯინების შემქმნელი და პედაგოგია, რომელიც უკვე წლებია, ნიუ-იორკში მოღვაწეობს. მან ამერიკაში შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სივრცე - Ekaterine’s Art Studio დააარსა, სადაც როგორც ქართველ, ისე ამერიკელ ბავშვებსა და ზრდასრულებს ხატვას, ძერწვასა და კომპოზიციას ასწავლის. მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი აფხაზეთის თემატიკაა - ომის, ტკივილის, დევნილობისა და დაბრუნების იმედის გადმოცემა ხელოვნების ენით. განსაკუთრებით ემოციურია ის ფაქტი, რომ ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრებით მისი ამერიკელი მოსწავლეებიც იმარჯვებენ საერთაშორისო კონკურსებში და საქართველოს ისტორიას საკუთარი პრიზმიდან ხედავენ. როგორ ინარჩუნებს ქართველი ემიგრანტი კავშირს სამშობლოსთან და რა როლს ასრულებს მისი სტუდია ქართული კულტურის პოპულარიზაციაში?
სტუმარი: ეკატერინე ტუჩაშვილი - ნიუ-იორკში Ekaterine’s Art Studio-ს დამფუძნებელი, მხატვარ-დიზაინერი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად






























