მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კივის ექსპორტი გაიზარდა - მთავარი ბაზარი იაპონიაა

საქსტატი

ქართული კივის ექსპორტი გაიზარდა. 2023 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან 390 ტონა კივის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2021-2022 წლებში ქვეყნიდან 114-114 ტონა კივი გავიდა. თუმცა კივის ექსპორტის რეკორდი 2020 წელს დაფიქსირდა, როდესაც საქართველომ მსოფლიოს ბაზრებზე 410 ტონა კივი გაყიდა.

ქართული კივის მთავარი საექსპორტო ბაზარი იაპონიაა, სადაც 2023 წელს 275 ტონა კივი გავიდა (1069 ათასი აშშ დოლარის), მეორე ადგილზე სომხეთია 95 ტონით (150 ათასი აშშ დოლარი), ხოლო მცირე რაოდენობები გაიყიდა რუსეთში (დაახლოებით 20 ტონა) და მისმა ღირებულებამ 20 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის სტატისტიკით კი ქართული კივის ექსპორტი მხოლოდ იაპონიასა და სომხეთში განხორციელდა.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ჯერ მხოლოდ 26 ტონა კივის ექსპორტია განხორციელებული, მათგან თითქმის სრული მოცულობა იაპონიაზე მოდის, ხოლო მცირედი - სომხეთზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები