მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია Lefform Concrete Georgia ბეტონის ხელსაბანი ნიჟარების ექსპორტზე გატანას გეგმავს

617beabeb9cda
მარიამ იზორია
29.10.21 20:30
1252
ბეტონის ხელსაბანი ნიჟარების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია Lefform Concrete Georgia ნაწარმის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გატანას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკა ლეფსაია bm.ge-სთან ამბობს, ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებების პროცესში არიან და სავარაუდოდ, აზერბაიჯანი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ქართული ბეტონის ხელსაბანები გაიყიდება.

„რამდენიმე ადამიანთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ, რათა Lefform Concrete Georgia-ს ბეტონის ნიჟარები მეზობელ ქვეყნებში გავიტანოთ, მათგან ძალიან დიდი დაინტერესებაა, ახლა ველოდებით აზერბაიჯანიდან პიროვნებას, რომელსაც შევხვდებით და უკეთ გავაცნობთ ჩვენს ნაწარმს, ჩვენ მას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებზე ასევე ნიჟარების ფოტომასალაც გავაცანით“ - ამბობს Lefform Concrete Georgia-ს დამფუძნებელი.

ცნობისთვის, Lefform Concrete Georgia ქართულ ბაზარზე სულ 6 თვეა, რაც ოპერირებს. კომპანიის შესაქმნელად დამფუძნებლებმა $40 000-ის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს. ქართული წარმოების ბეტონის ნიჟარები პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი და მათი ფასი 600-1300 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები