მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია SmartSoft არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ციფრული სპონსორი გახდა

Smartsoft არგენტინა

„Welcome to the family of the World Champions!“ - ასე წარადგინა არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ქართული კომპანია SmartSoft ნაკრების ციფრულ სპონსორად.

SmartSoft ქართული კომპანიაა, რომელიც 8 წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთი წამყვანი თამაშების პროვაიდერია რეგიონიდან. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და მისი პარტნიორები სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები არიან მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.

არგენტინის ნაკრების პარტნიორი ქართული კომპანია 20 ოქტომბერს გახდა. აღსანიშნავია, რომ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისთვის (AFA) ეს პირველი ევროპული პარტნიორობაა და მიზნად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და არგენტინული ფეხბურთის ევროპულ ბიზნესთან მეტად დაახლოებას ისახავს.

გუგა გოცაძე, SmartSoft-ის მმართველი პარტნიორი: „არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან და არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან პარტნიორობა ჩვენი კომპანიისთვის ისტორიული მომენტია. გვეამაყება, რომ პირველი კომპანია ვართ ევროპიდან, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების ციფრული პარტნიორი გახდა. შედეგად, ბიზნესისა და თამაშების სამყარო არგენტინულ ფეხბურთთან გაერთიანდა და გვჯერა, რომ ეს კოლაბორაცია ჩვენს საქმიანობას ახალ სიმაღლეზე აიყვანს.“

კლაუდიო ტაპია, AFA-ს პრეზიდენტი: ძალიან გვიხარია, რომ SmartSoft არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისა და ეროვნული ნაკრების ციფრული სპონსორი გახდა. ბოლო რამდენიმე წელია ჩამოვაყალიბეთ ასოციაციის სტრატეგიული ხედვა და ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ნაკრების ურთიერთობების განმტკიცებას საერთაშორისო გულშემატკივართან. ვგეგმავთ განვავითაროთ კომერციული და მარკეტინგული მიმართულებები და მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მონაწილე ვიყოთ. გვჯერა, რომ ამაში, ევროპის კონტინენტზე კომპანია SmartSoft დაგვეხმარება.

SmartSoft, ქართული კომპანია მსოფლიო ჩემპიონების ოჯახიდან, ახალი სტატუსით ევროპულ ბაზარზე ოფიციალურად მალტაში, გეიმინგის გამოფენაზე წარდგება. არგენტინგის ნაკრების ციფრული სპონსორისთვის 14-17 ნოემბერს დაგეგმილი გამოფენა წელს მე-20 ღონისძიება იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პარტნიორთა ქსელის კიდევ უფრო გასაფართოებლად.

SmartSoft-ის შესახებ: SmartSoft 2015 წელს დაფუძნდა საქართველოში. დღეისთვის კომპანიის გუნდი 120 თანამშრომელს, პორტფელი კი 60-მდე თამაშს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები