მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნება 6 თვით შეეზღუდა

ილია თოფურია

UFC Freedom 250-ის შემდეგ, მსუბუქი წონის ყოფილი და ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი, ილია თოფურია, 180 დღე ოქტაგონზე ვერ გავა. კალიფორნიის ათლეტური კომისიის (CSAC) გადაწყვეტილებით, სამედიცინო მიზნების გამო თოფურია 180-დღიანი შეეზღუდა ოქტაგონზე გასვლა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თოფურიას ორბიტალური ძვლის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა.

ცნობისთვის, 17 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ მან 15 ივნისს კარიერაში პირველი მარცხი - ტექნიკური ნოკაუტით განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული დაზიანების გამო ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდა, კომისიამ მას მაქსიმალური, ექვსთვიანი სამედიცინო შეზღუდვა დაუწესა. როგორც ცნობილია, ოქტაგონზე ვადაზე ადრე დაბრუნების შემთხვევაში, ქართველ მებრძოლს ყბა-სახის ქირურგის ოფიციალური ნებართვის წარდგენა მოუწევს.

შეგახსენებთ, თოფურია UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის მიძღვნილი ღონისძიების დროს დამარცხდა. ორ წონაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაცავად, ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები