ქართული კომპანიების წარმატებული რალი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გრძელდება, ფაქტია, რომ ინვესტორებმა ზე-დადებითად მიიღეს საქართველოს ბანკის მიერ სომხეთის წამყვანი ამერიაბანკის შეძენა, რაც მესამე კვირააა ზრდაში ამყოფებს წამყვანი ქართული კომპანიების აქციებს: "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 10.09%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 50.20 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბიჯეოს საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.46 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 53%-ია. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.6%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 31.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.74 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 29%-ითაა გაზრდილი. "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 0.49%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 12.42 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 579 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 34%-ითაა გაზრდილი.