მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციები LSE-ზე; გლობალური ბირჟების კვირეული & შედეგები

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.81%-ით გაიზარდა და ამჟამად, ერთი აქციის ღირებულება 37.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.83 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 7.01%-ით გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულებამ ერთკვირიან ჭრილში 0.98%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 25.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 7.85%-ით შემცირდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 8.42%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 8.70 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად, 405 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.12%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები