მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიების აქციები მკვეთრად გაიზარდა (LSE)

კვირა სრულიად დამსახურებულად მნიშვნელოვანი ზრდით ჩახურეს ქართულმა კომპანიებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ცხადია ლოკომოტივი ზრდისა საქართველოს ბანკია, რომელმაც დახურა გარიგება სომხეთის წამყვანი კომერციული ბანკის "ამერიაბანკის" 303 მლნ დოლარად შეძენის შესახებ. "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 15.01%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.24 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 43.6%-ია. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 7.01%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.68 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 21.7%-ითაა გაზრდილი. "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 9.77%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 12.36 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 575 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 37.6%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები