გასული კვირა უმსხვილესი ქართული კომპანიებისთვის განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა და ზრდის მკვეთრი დინამიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული სამივე კომპანიის მიმართ დაფიქსირდა:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 15.01%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.24 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 43.6%-ია.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 7.01%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.68 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 21.7%-ითაა გაზრდილი.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 9.77%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 12.36 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 575 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 37.6%-ითაა გაზრდილი.