"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.26%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 37.90 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.86 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 29.6%-ია. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 4.5%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 29.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 18%-ითაა გაზრდილი. "საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 5.4%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 11.30 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 526 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 27%-ითაა გაზრდილი.