მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კოსმეტიკური ბრენდი „საპოვნელა“ კადრებს ეძებს

63569b86167a9
მარიამ დემეტრაშვილი
24.10.22 23:35
694
ქართული ნატურალური კოსმეტიკური ბრენდი „საპოვნელა“ თანამშრომლებს ეძებს. როგორც მისმა დამფუძნებელმა რუსუდან კბილაშვილმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ თქვა, ამ ეტაპზე კომპანიაში ოთხი ვაკანსიაა, მაგრამ, კადრების პოვნა უჭირთ.

„"საპოვნელაში" სულ ცოტა ოთხი ვაკანსია გვაქვს. ძალიან რთულია კადრების პოვნა. აღარ არის საუბარი პროფესიონალ კადრებზე იმიტომ, რომ ბევრი ბიზნესი თავადაც სთავაზობს პროფესიულ განვითარებას დაინტერესებულ პირებს. მთავარია, ინტერესი გამოხატონ და მინიმალური მოთხოვნები, რაც ნებისმიერ ეთიკურ ადამიანს მოეთხოვება, ჰქონდეს თანამშრომელს. სხვა კუთხით უამრავი კომპანია ძალისხმევას არ იშურებს, რომ განავითარონ და გაზარდონ პროფესიონალი კადრები, თუმცა დაინტერესება რა არის მაღალი.

ამ შემთხვევაში სტარტაპს წარმოვადგენ და შეიძლება, ისეთი მიმზიდველი სახელფასო განაკვეთები არ გვქონდეს, რომ შევეჯიბროთ ძალიან დიდ კომპანიებს, თუმცა არც მკვეთრად განსხვავებული შეთავაზება გვაქვს. ჯერ ათასობით და ათიათასობით ადამიანური რესურსი არ გვჭირდება და გვინდა, რომ არსებულ მცირე გუნდის წევრებთან განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება გვქონდეს. ის მცირე გუნდი, რომელიც საპოვნელას აქვს, ვცდილობ პროფესიონალებით იყოს დაკომპლექტებული“, - განაცხადა „საპოვნელას“ დამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები