მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კულინარია მოთხოვნადი ხდება - ვინ ინტერესდება?

ქართული კულინარია მსოფლიოში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც ქართული გასტროტურიზმის წარმომადგენლები აცხადებენ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქართული კვების ობიექტების გახსნით არაერთი ადგილობრივი ბიზნესია დაინტერესებული. ამაზე მოწმობს ის გეგმებიც, რაც ქართველ შეფ-მზარეულებს ევროპის მასშტაბით აქვთ. ერთ-ერთია რესტორანი „ჩვენი“ და მისი დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი, რომელიც სექტემბერში ქართული რესტორნის გახსნას ლისაბონში გეგმავს. იქამდე კი ქართული კულინარიის გაცნობისთვის მასტერკლასებს ინდოეთში მართავს.

ნიუ დელიში ადგილობრივებისთვის და არა მხოლოდ, ქართული კერძების გაცნობა მიმდინარეობს.

სტუმარი: გურამ ბაღდოშვილი - შეფ-მზარეული;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები