"ქართული ლუდის კომპანიამ" 25 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციები გამოუშვა
BM.GE
28.01.19 10:50
• 1086
„ქართული ლუდის კომპანიამ“ 25 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციებში ინვესტირება რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა განახორციელე, ხოლო ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში 2018 წლის 26 დეკემბერს მოხდა. ობლიგაციების მნიშვნელოვანი ნაწილის შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მოახდინა და ეს არის დალისტულ ლარის ობლიგაციებში EBRD-ს რიგით მეორე ინვესტიცია.