მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მაყვლით აზიის რამდენიმე ბაზარი დაინტერესდა - კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია

60ddf24423b9a
თათია კაკიაშვილი
02.07.21 00:14
999
„ჩვენ მზად ვართ, გვაქვს ყველა საჭირო მოწყობილობა, მათ შორის მაცივარიც, წინასწარი გაგრილების კამერაც, რომლითაც შეგვიძლია, კენკრა ნებისმიერ ქვეყანას მივაწოდოთ”, - ამის შესახებ საქართველოში კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა იზოლდა ქიტესაშვილმა BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

წლებთან ერთად, ქართულ მაყვალზე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყნიდან იზრდება. ქიტესაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს ქართული მაყვლით აზიის რამდენიმე ბაზარი დაინტერესდა.

„რაც შეეხება აზიის ბაზარს, ამ ეტაპზე ბაზარს ახლა ვიკვლევთ - უკვე გავგზავნეთ ჟოლოს საცდელი პარტია და, ვნახოთ, როგორ მოხდება ურთიერთობების დალაგება. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს ყველა საჭირო მოწყობილობა, მათ შორის მაცივარიც, წინასწარი გაგრილების კამერაც, რომლითაც შეგვიძლია, კენკრა ნებისმიერ ქვეყანას მივაწოდოთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ მაყვალი ყველაზე მოთხოვნადი მაინც რუსეთის ბაზარზეა”, - განაცხადა იზოლდა ქიტესაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები