ლურჯი მოცვის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია GeorgianBlue საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პროდუქტის ევროპის ბაზარზე რეალიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც წერია:
„GeorgianBlue დასავლეთ ევროპაშია!
ქართული ლურჯი მოცვი გერმანიის ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელ EDEKA-ს დახლებზე გაიყიდება!
ლაითური-ჰამბურგი 100% ჩატვირთული და გაგზავნილია“, - წერია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე.
როგორც BM.GE-ის GeorgianBlue-ს დირექტორმა რატი მორჩილაძემ განუცხადა, გერმანიაში მოცვით დატვირთული პირველი მანქანა უკვე გაიგზავნა.
„პირველი ტრაილერი, რომელიც ჰამბურგში გაიგზავნა და EDEKA-ს ქსელში გაიყიდება, 11 ტონა მოცვითაა დატვირთულია. ამ შემთხვევაში სარეალიზაციო ფასი 5 ევროა. მიმდინარე კვირას იგეგმება ასევე ერთი მანქანის გაშვებას ჰოლანდიის მიმართულებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დეტალები მოგვიანებით გვეცოდინება“, - განმარტა რატი მორჩილაძემ.