მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული ნესვის ექსპორტი განახევრდა - 57.2% სომხეთში იყიდება

ნესვი

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნესვის ექსპორტი თითქმის განახევრდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში ქვეყანამ 50 ტონა ნესვი $57 ათასად გაყიდა, მაშინ როცა 2024 წლის იმავე პერიოდში ექსპორტი 117 ტონას შეადგენდა, ხოლო შემოსავალი $113 ათასი იყო. მონაცემებით დგინდება, რომ წლიურ ჭრილში კლება 57.2%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ნესვი სრულად სომხეთის ბაზარზე გაიყიდა.

შემცირებულია ნესვის იმპორტიც, თუმცა შედარებით ნაკლები მაჩვენებლით. წელს, პირველ ექვს თვეში, საქართველომ $195 ათასის ღირებულების 470 ტონა ნესვი შეიძინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან (488 ტონა, $266 ათასი) შედარებით 3.6%-ით დაბალია.

საქართველომ ნესვი წელს სამ ბაზარზე იყიდა. მთავარი საიმპორტო ბაზარი წელს თურქეთია, სადაც საქართველომ 345 ტონა ნესვში $156 ათასი გადაიხადა. მას მოსდევდა ირანი, სადაც ქვეყანამ $27 ათასის ღირებულების 119 ტონა ნესვი იყიდა და მესამე ადგილზე, ნიდერლანდებია, სადაც 6 ტონა ნესვში $12 ათასი გადავიხადეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები