მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

605f176c59fa0
BM.GE
27.03.21 15:28
691
პარტია “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და შემდეგ ეს უმრავლესობამ მოიწონა და დაამტკიცა, ასე ვთქვათ. მინდა გაცნობოთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და სხვა საკითხებთან ერთად შეგვიძლია დავასახელოთ მის “ბექგრაუნდში” საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები