ჩინეთში გახსნილ ერთადერთ საარჩევნო უბანზე ოპოზიცია ლიდერობს. ქალაქ პეკინში გახსნილ 54-ე უბანზე არჩევნები უკვე დასრულდა და გავრცელდა შემაჯამებელი ოქმი, რომელიც იქ არჩევნების შედეგებს ასახავს. სულ ხმა მისცა 57-მა ამომრჩეველმა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 18 ხმა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 4 ხმა
„ევროპელი დემოკრატები“ – 1 ხმა
„ლეიბორისტული პარტია“ - 1 ხმა
„ტრიბუნა“ - 1 ხმა
„გახარია საქართველოსთვის“ - 8 ხმა
„გირჩი“ – 4 ხმა
„ქართული ოცნება“ - 10 ხმა
ინფორმაციისთვის, ცესკო საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შედეგებზე ოქმებს ოფიციალურად 20:00 საათის შემდეგ გამოაქვეყნებს.