მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ოცნება” არჩევნების საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა ცესკოში მოხდება, საერთაშორისო გამოძიება კი Edison Research-ის მიერ „ეგზიტპოლის გაყალბებას“ სჭირდება. საკითხზე მან დღეს მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ამ ქვეყანაში საქართველოს იურისდიქცია მოქმედებს და არა რომელიმე სხვა ქვეყნის. ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის… საშინაო გამოძიებას რას ერჩიან? ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუკი რაიმე საჭირო არის და უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა ცესკოში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქმე ის არის, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას ითხოვენ. საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმაც.

პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო გამოძიება Edison Research-ის მიერ ეგზიტპოლის გაყალბება სჭირდება, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები