მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

""ქართული ოცნება" არის უკანასკნელი რუსული ნარჩენი. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან თავისუფლების იდეა გვაერთიანებს"

ნანა მალაშხია

“ქალი ევროკავშირის დროშით”, ნანა მალაშხია, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართავს და მმართველო პარტიის პოლიტიკასა და მესიჯბოქსებს აკრიტიკებს.

“ქართული ოცნება დღეს მოგვევლინა ქართულ კოშმარად, რომელმაც გადალახა ყველა წითელი ზღვარი. ქართული ოცნება, თავისი მესიჯბოქსით, თავისი ნაბიჯებით, არის უკანასკნელი რუსული ნარჩენი. ჩვენ გასათავისუფლებელი გვაქვს ქვეყანა მათი პოლიტიკური გავლენებისაგან სასამართლოში, პოლიციაში, საჯარო სამსახურში. გასათავისუფლებელი გყავს ბაღისა და სკოლის დირექტორები. ყველა სფერო, კულტურა, სპორტი, განათლება - სადაც აღარასდროს იქნება პოლიტიკური გავლენებისა და მანიპულაციების ადგილი.

ხელისუფლებას დღეს დასაკარგი აქვს თავისი ძალაუფლება, პრივილეგიები, ჩვენ კი - ქვეყანა. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯით უკან!” - აცხადებს ნანა მალაშხია.

რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დედაქალაქში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმსა და წნორში ქალები რუსულ კანონს აპროტესტებენ და მთავრობას მისი ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.

კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პარლამენტმა I მოსმენით და 83 ხმით, 17 აპრილს დაამტკიცა. მას შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციები ყოველდღიურ აქციებს აწყობენ პარლამენტის წინ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები