მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში - მამუკა ხაზარაძე

ლელო

“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

ის აცხადებს, რომ თუ პროცესი "ქართული ოცნების" გამო ასე გაგრძელდება საქართველო მილიარდი დოლარის დახმარებას.

“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში.

სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი, აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა "ოცნების” რუსული ხელისუფლების გამო, საქართველო დაკარგავს მილიარდობით დოლარის დახმარებას!

მინდა ხელახლა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა დიპლომატს - დაუყოვნებლივ გადადგით ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება და ქვეყნის გადარჩენა!

გააჩერეთ რუსული კანონი", - წერს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები