მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნება" რუსულ მუსიკაზე უკრავს და ცეკვავს  - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

დასავლუქი ქვეყნების ლიდერებს აინტერესებთ, "როგორ იქცა "ქართული ოცნება" მოსკოვის ინსტრუქციების შემსრულებლად და როდის გახდა ანტიდასავლური ძალა - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ "ოცნების" რიტორიკა, ჰგავს საბჭოთა კავშირისას.

"ის რაც "ქართული ოცნებისგან" საარჩევნოდ გვესმის, რომ მმართველი გუნდიც, ყველაფრის მიუხედავად მიდის ევროპისკენ, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო საბჭოთა კავშირში, მაშინაც საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ თვითონ იყო დემოკრატიული, თვითონ იყო ყველაფერი ის, რაც რეალურად დასავლეთში იყო და საკუთარ თავზე იბრალებდა. იგივეა დღეს - "ჩვენც მივიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ" სად მიიყვან, როცა ყველა გეუბნება, რომ ამ ფორმით, რუსული კანონით და სხვა კანონებით, ამ მიდგომით, პარტნიორების ყოველდღიური ლანძღვით, მოგონილი რაღაც "ომის პარტიით", ვერანაირად ვერ შემოხვალთ ევროკავშირში, მაგრამ ეს ფანჯარა ქართველი ხალხისთვის ღიაა, რომელსაც აქვს შანსი, როგორც ამას დემოკრატია ითხოვს, საკუთარი სათქმელი არჩევნებზე თქვას.

პარტნიორებს ბევრი კითხვა აქვთ იმასთან დაკავშირებით თუ რა მომენტში შეიცვალა ის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა 2012-ში, შეიცვალა უცებ და როგორ გახდა რეალურად მოსკოვის, არ ვიცი, ბრძანებების თუ ინსტრუქციების [გამტარებელი], ყოველ შემთხვევაში იმათ მუსიკაზე როგორ უკრავს და ცეკვავს. ეს ძნელი ასახსნელია.

მე არ ვიცი, ვის თავში რა ტრიალებს, ვინ ვისზეა დამოკიდებული ან რატომ, ან რა არის ის უხილავი ძაფები, რაც აკავშირებთ ვიღაცებს მოსკოვთან თუ მოსკოვის ზოგიერთ წრეებთან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, უკვე რამდენიმე წელია, ორი წელი თუ ორ წელზე მეტია მიჰყვება რუსულ სცენარებს", - თქვა ზურაბიშვილმა TV პირველის ეთერში.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება "რუსულ მუსიკაზე უკრავს და ცეკვავს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები