მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ოცნება" შეთანხმებებს დებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს მხარს უჭერს - ბილ კიტინგი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე

ბილ კიტინგი
24.07.24 00:58
1049

„ქართული ოცნება" შეთანხმებებს დებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს მხარს უჭერს, - ამის შესახებ კონრესმენმა ბილ კიტინგმა ამერიკის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით მოსმენაზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას, განაცხადა.

„მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ჩინეთთან ვიზალიბერალიზაციასა და სავაჭრო ურთიერთობებს ესწრაფვის, მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. ამ ომის პირობებში კი რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას.

მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობა შეთანხმებებს დებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. ამის გარდა, კიდევ არსებობს მაგალითები იმისა, როგორ ღალატობს მმართველი პარტია ქართველ ხალხს. [საქართველოს] მოსახლეობას დღემდე ახსოვს მძიმე მოგონებები საკუთარი [2008 წლის აგვისტოს] ომისა რუსეთთან, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ იყო“,- თქვა კიტინგმა.

კონგრესმენი "ქართულ ოცნებას": თქვენი ქმედებები არ ჩავლილა და არ ჩაივლის უპასუხოდ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები