მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნების" დეპუტატის კომპანია ბათუმში სამ 54-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს

სიტი გაიდი

"რუსული კანონის" ერთ-ერთი მხარდამჭერის, "ქართული ოცნების" დეპუტატ გოჩა ენუქიძის კომპანია ბათუმში სამ 54-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განაშენიანების დეტალური გეგმა უკვე დაამტკიცა. თამარ მეფის გამზირზე, #1-სა და #5-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე მშენებლობას შპსსიტი გაიდიგეგმავს, რომლის საკუთრებაშიც 16433,0 კვ..-ია. აღნიშნული კომპანიის მფლობელებს შორისაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე. უფრო დეტალურად, კომპანია შპსსიტი გაიდის“ 47%-იან წილს გოჩა ენუქიძის კომპანია შპს "იბერკომპანი" ფლობს. შპს სიტი გაიდის“ 33.33%-ს ფლობს მედეა ბოჭორიშვილი, ხოლო 19.67%-ს ბუბა ჩანქსელიანი. კომპანიის დირექტორი კი ნინო დოლიძეა.

რაც შეეხება თავად პროექტს, თითოეულ შენობაში 1 166 სასტუმრო ნომერი/აპარტამენტია დაგეგმილი. გეგმის თანახმად, ცათამბჯენებში განთავსდება: სასტუმრო ნომრები, აპარტამენტები, კაზინო, კომერციული დანიშნულების ფართები, რესტორანი, კაფე-ბარი, ლაუნჯი, საცურაო აუზი, სპა, ჯიმი, საქმიანი შეხვედრის ზონები, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო ზონა, სხვა გასართობ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

აღწერის მიხედვით, ადგილი, სადაც მშენებლობა იგეგმება, მდებარეობს ბათუმის ზღვისპირა ნაწილში მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან განლაგებულ ტერიტორიაზე, რომელიც ბათუმის ცენტრიდან დაშორებულია 4 კმ.-ით. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ზღვის სანაპირო და შავი ზღვა, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან დაბალი ინტენსივობის განაშენიანება, სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან მაღალი ინტენსივობის განაშენიანება და შემდეგ თამარ მეფის გამზირი ხოლო სამხრეთ დასავლეთის მხრიდან გეგმარებით ერთეულს ემიჯნება მდინარე ყოროლისწყალი.

პროექტის გეგმას თან ახლავს ვიზუალი, თუ როგორი იქნება დასრულების შემდეგ:

ფოტომონტაჟი სანაპიროს მხრიდან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები