მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ოცნების“ ლიდერებზე სანქციები უნდა გაგრძელდეს - სალომე ზურაბიშვილი „ჰადსონის ინსტიტუტში“ სიტყვით გამოსვლისას

ევროპარლამენტი

„ქართული ოცნების“ ლიდერებზე სანქციები უნდა გაგრძელდეს და უნდა დაგვეხმაროთ, მივაღწიოთ ახალ არჩევნებამდე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ კვლევით ცენტრში, „ჰადსონის ინსტიტუტში“ დისტანციურად სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სანქციები არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე ახდენს ზეწოლას, არამედ მათ გარშემო არსებულ უახლოეს წრეზე, როგორც ნებისმიერ ავტოკრატიულ ქვეყანაში. ისინი წარმოადგენენ ავტოკრატიულ, ერთპარტიულ რეჟიმს და დამოკიდებული არიან ამ წრეზე მათ გარშემო, პრივილეგირებული ბიზნესმენების წრეზე, იმ ინსტიტუციებზე, რასაც აკონტროლებენ და მათს ხელშია.

ასე რომ, სანქციები ასუსტებს ავტოკრატიულ, პრო-რუსულ რეჟიმს. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, და თქვენ აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ, მივაღწიოთ ახალ არჩევნებამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის: რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები