მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნებამდე ხელისუფლების სანქცირების მომხრე არ არის

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არჩევნებამდე დიდად სანქციების მომხრე არ არის, რადგან ეს შეიძლება ცუდად იყოს ინტერპრეტირებული მოსახლეობის მიერ.

"თქვან და გაიმეორონ, რომ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეწინააღმდეგება ევროპულ გზას. ეს გადის ამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონისა და სხვა კანონების გაუქმებაზე. მე დიდად არ ვარ სანქციების მომხრე. ეს შეიძლება ცუდად იყოს ინტერპრეტირებული მოსახლეობის მიერ, ეს არ უშლის ხელს, გამოცხადდეს რა მოხდება არჩევნების შემდეგ, თუ დადასტურდა პრორუსული ორიენტაცია", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას რას ელით საფრანგეთისგან და ევროკავშირისგან? ევროკავშირმა გადაწყვიტა გაყინოს მისი პროექტების უმეტესობა საქართველოში…

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები