მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვას, არის თუ არა აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, კერძო პირებსა და მათი ოჯახის წევრებს მოიცავს, ეფექტური, პრეზიდენტი შემდეგნაირად პასუხობს:

"მომავალ დღეებშიც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მექნება, მე ვეუბნები, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა.

დღეს ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ეს არ არის ის მომენტი, როცა უნდა დაისაჯოს ევროპელებისა თუ ამერიკელებისგან. მე როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ინდივიდუალურ სანქციებზე არასოდეს ვსაუბრობ, ეს არ არის ჩემი როლი. არც სანქციების ეფექტურობაზე არ შეიძლება ვისაუბრო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები