ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: "დასავლეთის ბევრი ლიდერი უკრაინაში სოლიდარობის ნიშნად ჩამოვიდა. თუმცა ომის დაწყებიდან დღემდე თქვენ არ ჩამოსულხართ. რატომ?”
"ყოველთვის მზად ვიყავი და დღესაც მზად ვარ, რომ ჩამოვიდე. თუ თქვენ გზავნილს გადასცემთ [ზელენსკის], მზად ვარ, ხვალვე ჩამოვიდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არ მიიწვია ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა:
"ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არასრულად დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ამიტომ, რაღაც თვალსაზრისით, ვგრძნობ ამ ყველაფრის შედეგებს, თუმცა მზად ვარ ჩასასვლელად, და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე მოგვეცემა. ყირიმის პლატფორმაზე დასასწრებად მოწვევა ჯერ არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ეს ჯერ ორგანიზებული არაა”.