„ქართული ოცნებისთვის“ თანხის შესაწირად, სავარაუდოდ, ფიქტიური დონორები გამოიყენება, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომელიც 2023 წელს მოიცავს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს, რომ მსხვილი ბიზნესჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქტიური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა.
ამასთან, „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შესაწირად სავარაუდოდ ფიქტიური დონორების გამოყენების პრაქტიკა გამოიკვეთა "RMG ჯგუფთან" და „ანაგი“ ჯგუფთან დაკავშირებით
ფიქტიური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მმართველ პარტიას მსხვილი თანხები შეწირეს.