რესტორანი „ჩვენი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. მისი დამფუძნებელი, შეფ მზარეული გურამ ბაღდოშვილი ქვეყნის გარეთ პირველი ფილიალის გახსნას პორტუგალიის დედაქალაქში გეგმავს.
BM.GE-სთან საუბრისას გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ „ჩვენი ლისაბონი“-ს გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის სურთ და ამისთვის ქალაქის გულში შესაფერისი ფართი უკვე ნაყიდი აქვთ. რესტორნის გახსნის საინვესტიციო ღირებულება 300 000 ევროა.
ამასთან სულ ცოტა ხნის წინ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე გასტრობარი „დაირა“ გაიხსნა. სტუმარმასპინძლობის ახალი ობიექტი 200-მდე მწარმოებლის ღვინის საცავს და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს.