მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საბანკო ბარათებით ელექტრონული კომერციის მოცულობა იზრდება - სებ-ის სტატისტიკა

საბანკო ბარათი

2024 წლის მეორე კვარტალში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით, სულ განხორციელდა 52.9 მილიონი ელექტრონული კომერციის ოპერაცია თანხობრივად 4.1 მილიარდი ლარი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებული საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკიდან ირკვევა.

მონაცემების თანახმად, წინა (2024 წლის პირველ) კვარტალთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა შემცირდა 5%-ით, ხოლო თანხა გაიზარდა 11%-ით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში ელექტრონული ვაჭრობის მოცულობამ 3,441 მლრდ ლარი შეადგინა, ზრდა არის თანხობრივად 2021 და 2022 წლის მეორე კვარტლებთან შედარებითაც, 2022 წლის მეორე კვარტალში ონლაინ ვაჭრობის მოცულობა 1,8 მლრდ იყო, ხოლო 2021 წლის მეორე კვარტალში - 1,608 მლრდ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები