მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საბანკო ბარათებით ₾20,6 მლრდ-ის ოპერაცია შესრულდა - II კვარტალის სტატისტიკა

საბანკო ბარათი

2024 წლის მეორე კვარტალში, ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 269 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 20.6 მილიარდი ლარი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გასაჯაროებული საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკიდან ირკვევა. მონაცემების თანახმად, შესრულებული ოპერაციების 94% რაოდენობრივად და 90% თანხობრივად შესრულდა ქვეყნის შიგნით, ხოლო შესაბამისად 6% და 10% - ქვეყნის გარეთ.

აღსანიშნავია, რომ ჯამურ ოპერაციებში, სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში გადახდის რაოდენობის წილმა შეადგინა 90%, ხოლო თანხის წილმა 44%.

რაც შეეხება 2024 წლის პირველ 6 თვეში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით ქვეყნის შიგნით შესრულებულ ჯამურ ოპერაციებს, სებ-ის სტატისტიკის თანახმად, წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა 24%-ით (თანხობრივად 15%-ით).

ამასთან, 473 მილიონი ოპერაცია განხორციელდა, რაც თანხობრივად 35 მილიარდი ლარი იყო. აქედან რაოდენობის 89% და თანხის 39% არის გადახდის ოპერაციები, ხოლო დანარჩენი - ნაღდი ფულის გატანის ოპერაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები