მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სადაზღვევოები რუსულ კომპანიებში რისკებს ვეღარ გადააზღვევენ - MAI Georgia

624bf98ad8e24
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.22 12:24
1228
დაზღვევის საბროკერო კომპანიის, MAI Georgia-ს დირექტორის ლევან ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ქართულ სადაზღვევო კომპანიებს, ვინც კომპანიის რისკებს რუსეთის ბაზარზე აზღვევს, რუსულ გადამზღვევ კომპანიებთან თანამშრომლობის გადახედვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ლევან ჯიშკარიანმა გადაცემა „საქმიან დილაში“ გიორგი მოლოდინაშვილის რუბრიკაში ავიაციასა და დაზღვევის სექტორზე საუბრისას განაცხადა. 

საქმე ისაა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების გამო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა რუსეთში მოქმედ კომპანიებს, მათ შორის სადაზღვევო და გადამზღვევებს მნიშვნელოვნად შეუმცირეს, რამაც რუსული ბაზარი არასაიმედო გახადა. აღნიშნულიდან გამომდინარე ქართულ სადაზღვევოებს სხვა ბაზრებზე გადაწყობა მოუწევთ,

ლევან ჯიშკარიანის ინფორმაციით, ქართული სადაზღვევო კომპანიების ნაწილი რისკების გადაზღვევას რუსეთის ბაზარზე მოქმედ გადამზღვევ კომპანიებში ფასების ხელმისაწვდომობის გამო ახდენდა.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქართული კომპანიები და არამხოლოდ სადაზღვევოები რუსულ ბაზარზე აზღვევდნენ რისკებს, იყო ფასი, რადგან რუსული გადამზღვევი კომპანიების ფასი უკეთესი იყო, ვიდრე დასავლური კომპანიების...

განვითარებული მოვლენების შემდეგ ზედამხედველობის სამსახურმა სადაზღვევო კომპანიებს რუსულ გადამზღვევ კომპანიებთან თანამშრომლობის გადახედვისკენ მოუწოდა, რადგან ომის დაწყების შემდეგ რუსული კომპანიების რეიტინგები ჩამოიშალა.  ზოგადად, კანონი კრძალავს გადაზღვევას, არამხოლოდ რუსულ, არამედ ნებისმიერ კომპანიაში, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის(Fitch, Moody's) მიერ მინიჭებული რეიტინგი და შესაბამისი კაპიტალი. ეს დაზღვევის ყველა სახეობაზის ფასზე, სადაც გადაზღვევა მიმდინარეობდა, პირდაპირპროპორციულად აისახება და მოსალოდნელი იქნება სადაზღვევო პროდუქტების გაძვირება შიდა ბაზარზე“, - განაცხადა MAI Georgia-ს დირექტორმა.

BM.GE-მ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.