მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საფინანსო სისტემის არცერთ სუბიექტს Unistream-თან თანამშრომლობა არ აღუდგენია - ეროვნული ბანკი

სებ

ქართული საფინანსო სისტემის არცერთ სუბიექტს Unistream-თან თანამშრომლობა არ აღუდგენია - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

"გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream - ის სწრაფი გადახდის სერვისს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Unistream-ი გასული წლის ივლისიდან სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება. საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა. ეროვნული ბანკი როგორც ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელი არ დაუშვებს ქართულ საფინანსო სისტემაში სანქცირებული კომპანიის მეშვეობით ფულადი გზავნილების განხორციელებას. ამასთან, ქართული საფინანსო სექტორი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა საგადახდო სისტემა Unistream-მა საქართველოში მუშაობა განაახლა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს საქართველოს საბანკო ასოციაციაშიც დაუდასტურეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები