გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პირველი ქართული რაგბის ფრენჩაიზი "შავი ლომი" დიდი ალბათობით ჩელენჯ თასზე იასპარეზებს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გამოეხმაურა.
"ეს არის ქართული რაგბის ლელო ევროთასებზე! ვინც იცის ამ ტურნირის მასშტაბი, ნამდვილად არ ელოდა, რომ ასე მალე მივაღწევდით საოცნებო შედეგს. ეს ნიშნავს, რომ ქართული რაგბი უკვე მსოფლიო ელიტის ნაწილი ხდება.
მთავრობა და პირადად პრემიერი ღარიბაშვილი სრულად უდგას მხარში ქართულ რაგბის და ეს ძალიან დაგვეხმარა. სპორტთან ერთად ეს ტურნირი მილიარდიანი ბიზნესია, რომელიც ახლა საქართველოშიც შემოვა და ცხადია ფინანსურ სარგებელს საქართველო და ქართული რაგბიც მიიღებს,“ - განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.