მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული საწარმოების მხოლოდ 0,6%-ს გააქვს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე“ - თინათინ ახვლედიანი

604656780f272
ნუცა ბაზლიძე
09.03.21 23:30
855
„ქართული საწარმოების მხოლოდ 0,6%-ს გააქვს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე“ - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მკვლევარმა თინათინ ახვლედიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში" ისაუბრა. 

ამ კუთხით მან რამდენიმე ხელშემშლელი ფაქტორი გამოყო. ახვლედიანის განმარტებით, კარგია ის, რომ საქართველომ ევროკავშირის სტანდარტები გადმოიღო, მაგრამ მათი იმპლემენტაციის მხრივ, სირთულეები იქმნება, რაც ბიზნესისთვის დამატებითი წნეხი და ხარჯია, მით უმეტეს, რომ რიგ შემთხვევებში, მათ არ აქვთ წვდომა სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურაზე. თინათინ ახვლედიანი დასძენს, რომ ინსფრასტრუქტურასთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, საგულისხმოა სახელმწიფოს როლი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესთან კომუნიკაცია. 

„უნდა დაიფაროს არა მხოლოდ მზარდი ბიზნესები, არამედ მცირე და საშუალოც, რომლებიც საქართველოს საწარმოების 99%-ს შეადგენენ. გვაქვს ბევრი მცირე ბიზნესი, რომლებიც ვერ იზრდებიან და ქრებიან კიდეც. საჭიროა იმ პრობლემების იდენტიფიკაცია, რაც მათ განვითარებას, თუნდაც, ექსპორტზე გასვლას აფერხებს“ - აღნიშნავს თინათინ ახვლედიანი. 

ბიზნესების სირთულეებზე საუბრისას, მკვლევარი გამოყოფს მაღალი საპროცენტო განაკვეთის ფაქტორს, რაც ბიზნესს სესხებზე წვდომას ურთულებს. 

„საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი. სესხის მომსახურება ხშირად ფაქტობრივად შეუძლებელია. როდესაც მათ არ აქვთ სესხებზე წვდომა, ძალიან რთულია; კაპიტალი არ აქვთ, რომ ბიზნესი განვითარდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეწყოს ფინანსური და ციფრული წიგნიერების ამაღლებას, როგორც ბიზნესებში, ასევე მომხმარებლებში. ამ კუთხითაც, სამუშაო ბევრია“ - აღნიშნავს თინათინ ახვლედიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები